ტრენინგის მესამე დღე იყო საკმაოდ შრომატევადი. განვიხილეთ შემდეგი საკითხები: პროექტის გეგმის შედგენა, ესგ-ს შესაბამისი სტანდარტის შეტანა გეგმაში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გადატანა გეგმაში, სწავლის შედეგების შევსება ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით, პრეზენტაცია მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ, პროექტის შესაბამისი საკვანძო კითხვების შევსება. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და სააზროვნო. ვფიქრობ მიღებული ცოდნა დამეხმარება პროექტის დაგეგმვაში.
No comments:
Post a Comment