Wednesday, January 31, 2018

საწრეო მუშაობა

         
                     ლიტერატურული  წრე   ,,მკითხველი“
     ლიტერატურული  წრე:  ,,მკითხველი“
     საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
     წრის  ხელმძღვანელი: ნანი  შენგელია
     მიზნობრივი  ჯგუფი: ნაბაკევის  საჯარო  სკოლის  მე-7, მე-8, მე-9 კლასის  მოსწავლეები.
     წრის  მუშაობის  მიზანი:  ხელი  შეუწყოს  მოსწავლეების  წიგნთან  დაახლოებას, კითხვისადმი  ინტერესის  გაღვივებას, ისწავლონ  მშობლიური ლიტერატურის სიყვარული.  შეძლონ საკუთარი  შესაძლებლობების  რეალიზება,  პრეზენტაციის  უნარის  განვითარება. 
         მოკლე  აღწერა:
         წრის  მუშაობისას   მოსწავლეები  გაეცნობიან  ქართველი  მწერლების  რამდენიმე  ნაწარმოებს. ჩაერთვებიან  სხვადასხვა  აქტივობაში, რომლებიც  დაეხმარება  მათ  მოტივაციის  ამაღლებაში  და  სხვადასხვა  დონის  სააზროვნო  უნარების  განვითარებაში, როგორიცაა: კითხვის, მსჯელობის,  პრეზენტაციის, ინდივიდუალური   და  ჯგუფური  მუშაობის  უნარი.  მოსწავლეები  შეძლებენ  საკუთარი  შესაძლებლობების  გამოვლენას.
        საწრეო  მუშაობა  ჩატარდება 2017-2018 სასწავლო  წლის  მეორე  სემესტრში, კვირაში  ერთხელ  მე-7  გაკვეთილზე. 
საჭირო  რესურსები: ნოდარ  დუმბაძე:  ,,კუკარაჩა",  ,,ჰელადოს"
გოდერძი  ჩოხელი:,,წერილი  ნაძვებს".

ქარჩხაძე:,,ბედნიერების  მაძიებელი  უფლისწული"

ქსელში ჩართული კომპიუტერი  და პროექტორი. 




                    



       

                           შეხვედრის   განრიგი 


N
შეხვედრის თარიღი
               საკითხი
მოკლე აღწერა
 1
2.02 
წრის  მუშაობის  თემატიკისა  და  მიზნის   გაცნობა.  პროგრამის  გაცნობა.  მოლოდინთა  რუკის  შედგენა.
შეხვედრაზე  მოსწავლეებს  გავაცნობ ჩვენი  შეხვედრის  თემატიკას  და მიზანს.     დავიწყებთ  დუმბაძის ,, კუკარაჩა"–ს  კითხვას. 
 2
 9.02
წინა  შეხვედრაზე  მიღებული  ცოდნის  გახსენება,  ტექსტის  ეპიზოდური კითხვა,   წაკითხულზე  მსჯელობა    
   განვაგრძობთ  ტექსტის  კითხვას :,,კუკარაჩა" და  გვექნება  ტექსტის  ირგვლივ  მსჯელობა.
 3
 16.02
 ტექსტის გაცნობა–გახსენება. წაკითხულის  გააზრება
    განვაგრძობთ  ტექსტის კითხვას,,კუკარაჩა" და  გვექნედა   მსჯელობა. ასევე  მოსწავლეები  გამოთქვამენ  ვარაუდებს, როგორი   იქნება  ნაწარმოების  ფინალი.
 4
 23.02
ტექსტის გაცნობა–გახსენება. წაკითხულის  გააზრება
წაიკითხავენ ტექსტს. გაიხსენებენ წაკითხულ  ეპიზოდს. წაკითხავენ მომდევნო ეპიზოდს. შეძლებენ   წაკითხულის  გააზრებას.
 5
 2.03
წაკითხული ტექსტის შეჯამება.  პერსონაჟების დახასიათება.  მსჯელება   ტექსტის  თემასა და  პრობლემაზე. 
მოსწავლეები  შეაჯამებენ  ტექსტს. გამოკვეთენ  ძირითად საკითხებს, რაც მათთვის იქნება საინტერესო . იმსჯელებენ  პერსონაჟების  შესახებ. ასევე ისაუბრებენ ნაწარმოების თემის შესახებ . 
 6
 16.03
,,კუკარაჩა"  ფილმის ჩვენება
ტექსტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს  ვაჩვენებ ფილმს ,,კუკარაჩა" და გაავლებენ პარალელს  წაკითხულ    ტექსტსა და  ფილმს შორის.
 7
 23.03
 ქარჩხაძე ,,ბედნიერების  მაძიებელი  უფლისწული" .  ტექსტის  კითხვა  გაცნობის  მიზნით.
დავიწყებთ   –
ქარჩხაძის  ,,ბედნიერების  მაძიებელი  უფლისწული"–ს  კითხვას,  ტექსტის გაცნობის მიზნით.
 8
 30.03
 ქარჩხაძე ,,ბედნიერების  მაძიებელი  უფლისწული" .  ტექსტის  კითხვა  გაცნობის  მიზნით
 შეხვედრისას    რამდენიმე  გავიხსენებთ წაკითხულ ტექსტს. განვაგრძობთ  ტექსტის კითხვას გაცნობის მიზნით.
 9
 13.04
.ტექსტის  შეჯამება. 
 დავასრულებთ  ტექსტის  კითხვას და შევაჯამებთ  კითხვა–პასუხით. გაიაზრებენ რა იყო ტექსტის მთავარი  სათქმელი.
 10
 20.04
დუმბაძე  ,,ჰელადოს"ტექსტის  კითხვა  გაცნობის  მიზნით
დავიწყებთ დუმბაძის ,,ჰელადოსი"–ს  კითხვას, ტექსტის გაცნობის მიზნით.
 11
 27.04
 დუმბაძე  ,,ჰელადოს"ტექსტის  კითხვა  გაცნობის  მიზნით
გავიხსენებთ  წინა შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას და განვაგრძობთ  ტექსტის კითხვას.
 12
 4.05
დუმბაძე  ,,ჰელადოს"ტექსტის  კითხვა  გაცნობის  მიზნით
განვაგრძობთ  ტექსტის კითხვას  გაცნობის  მიზნით.
13 
 11.05
 დუმბაძე  ,,ჰელადოს"ტექსტის  შეჯამება 
გავიხსენებთ  წინა შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციას და განვაგრძოთ  ტექსტის კითხვას.
 14
 18.05
ჩოხელი: ,,წერილი  ნაძვებს" ტექსტის  კითხვა  გაცნობის  მიზნით
 მივაწოდებ მოკლე  ინფორმაციას   ჩოხელის ბიოგრაფიის შესახებ.  შემდეგ დავიწყებთ ტექსტის  გაცნობის  მიზნით  კითხვას. მოსწავლეები  დაინაწილებენ ტექსტს და დაიწყებენ კითხვას  გაცნობის  მიზნით. 
 15
 25.05
ჩოხელი: ,,წერილი  ნაძვებს" 
 გავიხსენებთ  კითხვა–პასუხით წაკითხულ ტექქსტს  და განვაგრძობთ კითხვას.
 16
 1.06
ჩოხელი: ,,წერილი  ნაძვებს" შეჯამება
 დავასრულებთ  ტექსტის  კითხვას და შევაჯამებთ  კითხვა–პასუხით.  მოსწავლეები ამოიცნობენ  ტექსტის მთავარ  სათქმელს.
 17
 8.06
 შემაჯამებელი  შეხვედრა
 შევაჯამებთ   სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ  მუშაობას .