8 ივნისს გვქონდა წრის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრაზე მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ სემესტრის განმავლობაში შესრულებული აქტივობები. მოსწავლეები კმაყოფილი იყვნენ ურთიერთ თანამშრომლობით, როგორც აღნიშნეს ისინი შედარებით გათამამდნენ გაკვეთილებზე და უფრო თამამად აფიქსერებენ თავიანთ მოსაზრებას.
Wednesday, June 13, 2018
Monday, June 4, 2018
საწრეო მუშაობა
შეხვედრის მოკლე აღწერა
N
|
შეხვედრის თარიღი
|
აქტივობა
|
აქტივობის აღწერა
|
1
|
2.02
|
წრის მუშაობის თემატიკისა და მიზნის გაცნობა.
პროგრამის გაცნობა. მოლოდინთა რუკის შედგენა.
|
შეხვედრაზე მოსწავლეებს გავაცანი ჩვენი შეხვედრის თემატიკა და მიზანი.
ფურცლებზე დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება. დავიწყეთ დუმბაძის ,, კუკარაჩა"–ს კითხვა.
|
2
|
9.02
|
წინა შეხვედრაზე მიღებული ცოდნის გახსენება, ტექსტის ეპიზოდური კითხვა, წაკითხულზე
მსჯელობა
|
შეხვედრა დავიწყეთ წინა გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის გახსენებით. განვაგრძეთ ტექსტის კითხვა: ,,კუკარაჩა" და გვქონდა მსჯელობა.
|
3
|
16.02
|
ტექსტის გაცნობა–გახსენება. წაკითხულის გააზრება
|
კითხვა–პასუხით გავიხსენეთ უკვე მიღებული
ინფორმაცია. შემდეგ განვაგრძეთ ტექსტის კითხვა ,,კუკარაჩა" და გვქონდა მსჯელობა.
ასევე მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები, როგორი
იქნება ნაწარმოების ფინალი.
|
4
|
23.02
|
ტექსტის გაცნობა–გახსენება. წაკითხულის გააზრება
|
გავიხსენეთ ტექსტის წაკითხული ეპიზოდი. დავიწყეთ მომდევნო ეპიზოდის კითხვა . მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხულის გააზრება.
|
5
|
2.03
|
წაკითხული ტექსტის შეჯამება. პერსონაჟების დახასიათება.
მსჯელება ტექსტის
თემასა და პრობლემაზე.
|
მოსწავლეებმა შეაჯამეს ტექსტი. გამოკვეთეს ძირითადი საკითხები,
რაც მათთვის საინტერესო აღმოჩნდა. იმსჯელეს პერსონაჟების შესახებ. ასევე ისაუბრეს ნაწარმოების თემის შესახებ .
|
6
|
16.03
|
,,კუკარაჩა"
ფილმის ჩვენება
|
ტექსტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა ნახეს ფილმი
,,კუკარაჩა" და გაავლეს
პარალელი წაკითხულ ტექსტსა და ფილმს შორის.
|
7
|
23.03
|
ქარჩხაძე ,,ბედნიერების მაძიებელი უფლისწული" . ტექსტის
კითხვა გაცნობის მიზნით.
|
დავიწყეთ –
ქარჩხაძის ,,ბედნიერების მაძიებელი უფლისწული"–ს კითხვა, ტექსტის გაცნობის მიზნით..
|
8
|
30.03
|
ქარჩხაძე ,,ბედნიერების მაძიებელი უფლისწული" . ტექსტის
კითხვა გაცნობის მიზნით
|
შეხვედრა დავიწყეთ კითხვა-პასუხით და გავიხსენეთ წაკითხული ტექსტი. განვაგრძეთ ტექსტის კითხვა
გაცნობის მიზნით.
|
9
|
13.04
|
.ტექსტის
შეჯამება.
|
დავასრულეთ ტექსტის კითხვა და შევაჯამეთ კითხვა–პასუხით. მოსწავლეებმა გაიაზრეს რა იყო ტექსტის მთავარი სათქმელი.
|
10
|
20.04
|
დუმბაძე ,,ჰელადოს"ტექსტის კითხვა გაცნობის მიზნით
|
დავიწყეთ დუმბაძის ,,ჰელადოსი"–ს კითხვა, ტექსტის გაცნობის მიზნით.
|
11
|
27.04
|
დუმბაძე ,,ჰელადოს"ტექსტის კითხვა გაცნობის მიზნით
|
გავიხსენეთ წინა შეხვედრაზე
მიღებული ინფორმაცია და განვაგრძეთ ტექსტის კითხვა.
|
12
|
4.05
|
დუმბაძე ,,ჰელადოს"ტექსტის კითხვა გაცნობის მიზნით
|
მოსწავლეები თავად უსვამდნენ ერთმანეთს კითხვებს და ასე გავიხსენეთ წინა შეხვედრაზე
მიღებული ინფორმაცია, რის შემდეგაც განვაგრძეთ ტექსტის კითხვა.
|
13
|
11.05
|
დუმბაძე ,,ჰელადოს"ტექსტის შეჯამება
|
გავიხსენეთ წინა შეხვედრაზე წაკითხული ტექსტი, მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრება, როგორი იქნებოდა ტექსტის ფინალი და შემდეგ განვაგრძეთ კითხვა.
|
14
|
15.05
|
,,ჰელადოს" ფილმის ჩვენება
|
ტექსტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა ნახეს ფილმი
,,ჰელადოსი" და გაავლეს
პარალელი წაკითხულ ტექსტსა და ფილმს შორის.
|
15
|
18.05
|
ჩოხელი: ,,წერილი ნაძვებს" ტექსტის კითხვა გაცნობის მიზნით
|
მივაწოდე მოკლე ინფორმაცია ჩოხელის ბიოგრაფიის შესახებ. შემდეგ დავიწყეთ
ტექსტის გაცნობის მიზნით კითხვა. მოსწავლეებმა
ტექსტი დაინაწილეს და დაიწყეს კითხვა გაცნობის მიზნით.
|
16
|
25.05
|
ჩოხელი: ,,წერილი ნაძვებს"
|
გავიხსენეთ კითხვა–პასუხით
წაკითხული ტექსტი და განვაგრძეთ კითხვა.
|
17
|
1.06
|
ჩოხელი: ,,წერილი ნაძვებს" შეჯამება
|
კითხვა–პასუხით გავიხსენეთ წაკითხული ტექსტი და დავასრულეთ ტექსტის გაცნობის მიზნით კითხვა. ვისაუბრეთ რა იყო ავტორის მთავარი სათქმელი. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ჩაწვდნენ ავტორის სათქმელს. |
18
|
8.06
|
შემაჯამებელი შეხვედრა
|
შევაჯამეთ გაწეული სამუშაო. მოსწავლეებმა ზეპირად ისაუბრეს რა მოეწონათ და რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ მომავალში. შემდეგ შეავსეს ჩემ მიერ მიწოდებული კითხვარი წრის მუშაობის შესახებ.
|
Subscribe to:
Posts (Atom)





























